#

ჩვენს შესახებ

შპს „კავკასია 2007“ - იურიდიული მისამართი ქუთაისის სულხან საბას 10, შეიქმნა 2007 წლის 15 იანვარს. ის სპეციფიკით მეტალურგიული პროფილის საწარმოა და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ფოლადის , თუჯის და ფერადი ლითონების ჩამოსხმა და მათი მექანიკური დამუშავება.
ჩვენ გაგვაჩნია ქვეყნის შიდა ბაზარზე მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობების არეალი ასეთია : შესაძლო მაქსიმალური ოდენობა გამდნარი(თხევადი) ლითონისა 1100 კგ-ია , დასამზადებელი დეტალების წონითი კატეგორიები 1 კგ-დან 1000 კგ-მდეა (იგულისხმება ვარგისი სხმული) ღუმელის ტევადობის გათვალისწინებით შესაძლებელია 1500მმ-მდე მაქსიმალური გაბარიტის სხმულების წარმოება. შეკვეთების მოცულობის ანალიზიდან გამომდინარე საშუალო თვიური გამოშვება 80-100 ტონაა.
ამასთანავე საწარმო ეწევა სხვადასხვა მართლზომიერ და არაერთჯერად სამეწარმეო საქმიანობას რომელიც საქრთველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული.