შპს კავკასია 2007 — ლოგო

შპს კავკასია 2007

მეტალურგიული პროფილის ქართული საწარმო

ჩვენი ნამუშევრები

თუჯის, ფოლადის და ფერადი ლითონების ჩამოსხმა — სტანდარტული სხმულებიდან მხატვრულ ნაკეთობებამდე.

ჩამოსხმული ქანდაკება — პიკასოს ბიჭი

გეცნოთ ეს ქანდაკება?!

დაათვალიერეთ ფოტო-გალერეა და იხილეთ ჩვენთან ჩამოსხმული, ყველა სხვა მრავალფეროვანი ნაწარმი, რომელთათვისაც ალბათ მრავალჯერ მოგიკრავთ თვალი!

იხილეთ სრულად
თუჯის კონსტრუქციის ბაღის სკამი

საბაღე სკამები

პროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია ბაღის სკამები, რომლებიც თუჯის კონსტრუქციითა და ხის სპეციალურად დამუშავებული მასალითაა შექმნილი.

იხილეთ სრულად
თუჯის და ფოლადის კონსტრუქციები

თუჯის და ფოლადის კონსტრუქციები

ჩვენს ძირითად სამუშაო ხაზს წარმოადგენს ლითონებთან მუშაობა, სადაც მნიშვნელოვანი წილი უჭირავს თუჯისა და ფოლადის სხმულებს.

იხილეთ სრულად

1100 კგ

გამდნარი ლითონის მაქსიმალური ოდენობა

1–1000 კგ

დასამზადებელი დეტალების წონითი კატეგორია

1500 მმ

სხმულის მაქსიმალური გაბარიტი

80–100 ტ

საშუალო თვიური გამოშვება

საწარმოო პროცესი

ჩვენი უპირატესობებია:

  • წარმოების სწრაფი მომზადება — სამუშაო ნახაზების შედგენა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის დამზადება უმოკლეს ვადაში
  • ნებისმიერი სახის მექანიკური დამუშავება
  • მუდმივ დამკვეთებზე პროდუქციის მიწოდება საკუთარი ტრანსპორტით
  • შიდა ლაბორატორიული კვლევები და შესაბამისობის სერტიფიკატის მომზადება
იხილეთ სრულად
ლითონის გაცხელება საწარმოში
ჩამოსხმის პროცესი
დნობის პროცესი

ხშირად დასმული კითხვები

რას აკეთებს შპს კავკასია 2007?

შპს კავკასია 2007 არის მეტალურგიული პროფილის ქართული ქარხანა ქუთაისში, რომელიც აწარმოებს თუჯისა და ფოლადის სხმულებს და ახორციელებს მათ მექანიკურ დამუშავებას 2007 წლიდან.

სად მდებარეობს ქარხანა?

ქარხანა მდებარეობს ქუთაისში, სულხან საბას ქუჩა 10-ში, საქართველო.

რა სახის სხმულებს ამზადებთ?

ვამზადებთ სტანდარტულ თუჯისა და ფოლადის სხმულებს, რკინის კონსტრუქციებსა და ნაკეთობებს — ჭის თავებს, ცხაურებს, ბოძკინტებს და სხვა ფიგურულ სხმულებს, 1 კგ-დან 1000 კგ-მდე წონით და 1500 მმ-მდე გაბარიტით.

თუ ამზადებთ მხატვრულ ნაკეთობებს და ქანდაკებებს?

დიახ — ჩვენთან ჩამოისხმება მხატვრული და დეკორატიული ნაკეთობებიც, მათ შორის ქანდაკებები.

თუ ამზადებთ საბაღე სკამებს?

დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტის ხაზია საბაღე სკამები (სკამეიკები), თუჯის კონსტრუქციითა და სპეციალურად დამუშავებული ხის მასალით.

როგორ შემიძლია შევუკვეთო ინდივიდუალური სხმული?

დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელ-ფოსტით ან საიტის საკონტაქტო ფორმით — გამოგვიგზავნეთ ნახაზი ან აღწერეთ სასურველი ნაკეთობა და შემოგთავაზებთ ვადებსა და პირობებს.

მუშაობთ თუ არა მსხვილ და სახელმწიფო საწარმოებთან?

დიახ — წლების განმავლობაში ჩვენი პროდუქციით სარგებლობენ საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურები, თბილისის მეტროპოლიტენი და სხვა წამყვანი ორგანიზაციები.

გაქვთ ინდივიდუალური შეკვეთა?

დაგიმზადებთ თუჯის და ფოლადის სხმულებს თქვენი სურვილის შესაბამისად.

დაგვიკავშირდით